თეგებით ძიება

"ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა..." - ხრიკები და სტუმარ-მასპინძლობა რუსულად

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თენგიზ თოფურიძე, რუსულ სტუმარ-მასპინძლობის წესს და პოლიტიკურ ხრიკებს სოციალურ ქსელში აანალიზებს:

"ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა...
- თავდაპირველად, აღფრთოვანებული და მადლიერი არიან; მოსწონთ ყველა და ყველაფერი, ძალიან უყვართ შენი ქვეყანა;
- ცოტა ხანში, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობ, მათი თანდასწრებით;
- მერე გსაყვედურობენ, ქუჩის აბრები და წარწერები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე რატომაა შესრულებული;
- ამის შემდეგ შეშფოთებით აღნიშნავენ, რუსულენოვანი სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციების სიმცირეს ან არქონას;
- მერე მოითხოვენ სოციალური სერვისების მიღებას, რუსულ ენაზე;
- ცოტა ხანში - რუსული ენის შენს ენასთან გათანაბრებას;
- მერე ცდილობენ საკუთარი წესების შემოტანას და რუსული წესრიგის დამყარებას;
- თუ არ გაუვიდათ, ხმამაღლა იწყებენ მათ უფლებებსა და დისკრიმინაციაზე გაბრაზებულ საუბარს;
- რასაც მოსდევს მათი ქვეყნის პრეზიდენტის და ხელისუფლების ჩარევა, უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში, ჩაგრული ,,ეროვნული უმცირესობის თვითგამორკვევისა და უფლებების დასაცავად";
- ამის მერე იწყება აქტიური პოლიტიკური პროცესი, რაც, როგორც წესი, სრულდება მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიითა და ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენით;
- წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ტარდება ე.წ. სამხედრო ოპერაცია, იგივე ომი, მშვიდობის და სამართლიანობის სახელით;
- სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ, იწყება ანექსირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დეგრადირების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი... სრულ გაპარტახებამდე.

პ.ს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპზე, რუსებს მიაჩნიათ, რომ ისინი სხვა, გაცილებით მაღალი რასის და კულტურის წარმომადგენლები არიან, ვიდრე მათი მასპინძლები;

არასდროს სწავლობენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც ცხოვრობენ სამშობლოს გარეთ და არასდროს არიან მადლიერი იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რაც მათ მიმართ გამოიჩინეს.

აღნიშნულ სქემას, რუსები, ასევე, გამოიყენებენ სხვა მცირე ერების და ეთნიკური უმცირესობების წასაქეზებლად, მათ ქვეყნებში ქაოსის გამოსაწვევად, ქვეყნების დასაშლელად და ტერიტორიების დასაპყრობად", - წერს თოფურიძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა