თეგებით ძიება

"კატასტროფის წინაშე ვდგავართ... რაც კი გაუბედურებული ხალხია რუსეთში, საქართველოში შემოდის... გადაგვარების პირას ვართ. ვაგებთ ომს"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლადო რიგვავა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზღვარზე არსებუკლ ვითარებაზე წერს:

"არავის არ ეგონოს, რომ რამეს ვაჭარბებ ან ამ თემის გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ეს არის დაგეგმილი ოპერაცია. ჩასახლება ომის გარეშე. თუ დაჭირდებათ ტანკებითაც გაამაგრებენ, მაგრამ უფრო ადვილად, ამათ დასაცავად. პუტინს რომ არ აწყობდეს, "ვოლგებით" გამოუშვებდა რუსეთის საზღვრებიდან ათასობით მანქანებს? ათასობით დღეში, ყოველ დღე. 10 საათიანი განახლებადი რიგია non-stop. ქართველი მესაზღვრეები მეუბნებოდენ, რო აღარ იციან რა ქნან, მაგრამ კანონის მიხედვით მოქმედებენ. ეს არის ჩვეულებრივი КГБ-ს გეგმა. აქ იმაზე აღარ არი ლაპარაკი მოგვწონს ჩვენ რუსები თუ არა. დღეს მთელი დღეა აქ ვარ (და გამოდის რო ღამეც) და ჯოჯოხეთია. 4-ის ნახევარია და არ წყდება. საბჭოთა მატრასები და დივანები მანქანების თავზე დამაგრებული, საერთოდ უკბილო მთვრალი კაცი "ზაჟიგალკას" რო ეძებს. ვერც კი წარმოიდგენთ რა ტიპის ადამიანები ვნახე! ისეთები როგორებსაც თვითონ ნორმალური რუსები არ იკარებენ. რაც კი გაუბედურებული ხალხია მთელ რუსეთში მთელი დღის მანძილზე შემოდიან. გადაგვარების პირას ვართ. უკრაინა იარაღით იბრძვის და სიკვდილი ჯობია იმის წარმოდგენას რომ ჩემ შვილს თავისივე ქვეყანაში, პარკში გასეირნებისას არყით გამძღარ ვოლგის მძღოლს უნდა უყუროს "სტოლბასთან" რო ქანაობს. თან ერთი კონფლიქტური ეპიზოდი ამ ნაკადიდან რომელიმე ადამიანთან და ეგრევე ჯარი წამოვა. ეს ხომ უკვე კარგად ვიცით? არაჰუმანური? გადაგვარების პირას ვართ. ვაგებთ ომს. დროზე უნდა ავაყირავოთ ყველაფერი რომ საზღვრები გავაკონტროლოთ", - წერს ლადო რიგვავა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა