თეგებით ძიება

"გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია" - რა ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან პირველ კომუნიკაციას იხსენებს:

"2019 წლის 19 მაისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის მეორე დილით, ვარშავის სასტუმროში, მობილურზე უკრაინული ნომრიდან შემოსულმა ზარმა გამაღვიძა.

წინა ღამით, გვიანობამდე ვუყურებდი სხვადასხვა არხს და საერთოდ, ბოლო დღეებში, პოროშენკოს დამარცხების გამო, საუკეთესო ხასიათზე ვიყავი. მის დაღმასვლაში, 2016-2018 წლებში, მეც დიდი როლი ვითამაშე იმით, რომ უკრაინის ქალაქების ქუჩებში პოროშენკოსა და მისი კორუფციული რეჟიმის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი გამოვიყვანე.

თვალი სადღაც დილის 4 საათზე მოვხუჭე და ვარშავის დროით დილის 7 საათზე, კიევის კი - 8-ზე, ხაზზე იყო ნაცნობი ხმა:

- გამარჯობა, მიხაილ ნიკოლაევიჩ, ეს ვალოდია ზელენსკია.
უცებ გავიღვიძე მთელი ორგანიზმით და საბნიდან გამოვძვერი.
- დიახ, ბატონო პრეზიდენტო
- მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება თქვენთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენაა. ასე რომ, გელოდებით კიევში, - მითხრა ზელენსკიმ.

მადლობის გადახდის შემდეგ მე მას ვუთხარი - ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, დაიმახსოვრეთ, სულ მალე თქვენ არამარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის ლიდერი გახდებით!

-ეჰ, ნეტავი უკრაინის პრობლემები გადამაწყვეტინა და რეგიონს ვინ ამბობს - იყო მისი პასუხი და დამემშვიდობა.
რამდენიმე დღის შემდეგ, მას კონფერენციაზე ჰკითხეს, რატომ დამიბრუნა მოქალაქეობა?

- იმიტომ რომ ეს სწორი იყო! - მოკლედ მოუჭრა მან", - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა