თეგებით ძიება

"რამდენ ბანკომატთანაც მივედი ან დიდი რიგი იდგა, ან დოლარი არ იყო... მოსკოვში რომ ვეღარ გამოაქვს ხალხს ფული, აქაც ამის გამო ატყდა პანიკა?" - თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია თბილისში, ბანკომანებთან დიდი რიგების შესახებ წერს:

"რამდენ ბანკომატთანაც მივედი დღეს ფულის გამოსატანად დოლიძე-პეკინის მიდამოებში, ან დიდი რიგი იდგა, ან არ მუშაობდა, ან დოლარი არ მაქვს და წადი, მომშორდიო, მიწერდა. არ მგონია კაცებს დაეცარიელებინოთ ბანკომატები ასე ტოტალურად საყვარელი ქალებისთვის საჩუქრების საყიდლად. რამე ხდება და მე არ ვიცი? თუ მოსკოვში რომ ვეღარ გამოაქვს ხალხს ბანკომატებიდან ფული, აქაც ამის გამო ატყდა პანიკა? ისე არ მოგივიდეთ, პანდემიის დასაწყისში ხალხი ტუალეტის ქაღალდისთვის რომ ხოცავდა ერთმანეთს კილომეტრიან რიგებში", - წერს გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა