თეგებით ძიება

"ბინის პატრონებმა ქართველი დამქირავებლები გაუშვეს ბინებიდან, რათა რუსებზე ორმაგ ფასში გააქირავონ..." - რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური იმ ქართველ ბინის მფლობელემზე წერს, რომლებმაც თანამემამულეები გაუშვეს, რათა რუსეთის მოქალაქეები შეასახლონ.

"წვიმის დროს ტაქსის ფასი ხომ ორმაგდება, ბინის პატრონებმა ქართველი დამქირავებლები გაუშვეს ბინებიდან, რუსებზე ორმაგ ფასში გააქირავონ.
და ასეთ ხალხი იწერს პირჯვარს გამწარებით ეკლესიას გვერდს რომ გაუვლის.
P.S. დიდი დრო უნდა მონობაში ნასწავლი უნარებიდან გადაჩვევას", - წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა