თეგებით ძიება

"რუს გოგოს, რომელიც დიდი ხანია გამოქცეულია თავისი ქვეყნიდან, ქვა ესროლეს ჭავჭავაძეზე" - ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ჟურნალისტი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი შემთხვევაზე წერს, რაც მის რუს მეგობარს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გადახდა.

"დღეს ჩემს რუს მეგობარს, გოგოს, რომელიც დიდი ხანია გამოქცეულია თავისი ქვეყნიდან, ქვა ესროლეს ჭავჭავაძეზე", - წერს ბაგრატიონ-დავიდოვი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა