თეგებით ძიება

უკრაინელებმა რუსების ტანკებს უკრაინის დროშები დაარჭეს, რუსებს "მტერი" ეგონათ და ააფეთქეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ამბავი იმისა, თუ რა იდიოტები არიან რუსი ოკუპანტები:
შედის 4 ტანკი სუმის ოლქის პატარა სოფელში. სოფლის მაცხოვრებლები უყურებენ შორიდან. გაუთავდათ საწვავი. ორი ტანკი წავიდა საწვავის მოსატანად. ორი დატოვეს მარტო ეკიპაჟის გარეშე.
მივიდა სოფელი და ორ დარჩენილ ტანკს უკრაინული დროშები დაარჭო. მობრუნდა ოკუპანტის ორი ტანკი და ხედავს სოფელში ორ ტანკს უკრაინული დროშით. ეგონათ უკრაინის ჯარი და დასცხეს. გაანადგურეს თავისივე ტანკები. ხითხითებენ ადგილობრივები.
მიდის დარჩენილი ორი ტანკი სოფლის გზაზე. იქ ხიდია. ხიდი მხოლოდ მანქანებისთვის არის. ტანკები ხიდზე გადადიან. ჩატყდა ხიდი და ჩაეფლო ტანკი. გააგრძელა გზა მეოთხემ. იპოვა ორმო და იქ ჩავარდა. ეკიპაჟებმა მიატოვეს ტანკები და გაიქცნენ.
ერთმა პატარა სოფელმა გასროლის გარეშე დაიპყრო 4 ოკუპანტის ტანკი მხოლოდ ორი უკრაინული დროშით", - წერს დეკანოიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა