თეგებით ძიება
09. 03. 2022 მსოფლიო

"მტრის საბრძოლო მასალა ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იმუშავებს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელსაც გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

"ჩვენმა სამხედროებმა, ტერორისტების "დახმარებით" ჩვენი არსენალის შევსება შეძლეს.

ახლა, მტრის ტანკები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იმუშავებს.

რა შეიძლება იყოს უფრო დამამცირებელი ოკუპანტებო?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მტერს საკუთარი იარაღით დავამარცხებთ“.

„სულ უფრო მეტი მტრის ჯარისკაცი და მეთაური უსვამს საკუთარ თავს ძალიან მარტივ კითხვას: რატომ გაგზავნეს ისინი ამ უცხო მიწაზე, ამ ომში? და ჩვენ მათთვის პასუხი არ გვაქვს.

მხოლოდ ერთი სიტყვა - სიკვდილი", - აღნიშნა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა