დაღესტანში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა
დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 23 ადამიანი. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TACC-ი რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 სექტემბერს მომხდარმა აფეთქებამ ბენზინგასამართ სადგურზე და მის სიახლოვეს მდებარე კაფეტერიაში ხანძარი გააჩინა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანია.
დაღესტნის ხელისუფლებამ 28 სექტემბერი გლოვის დღეს გამოაცხადა და განაცხადა, რომ აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლითაა დაწყებული.
ამავე წლის აგვისტოში მაჰაჩყალაში ასევე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 115.