თეგებით ძიება

"არაა საჭირო მარილის, შაქრის და სხვა საქონლის მომარაგება" - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზინდეტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"არაა საჭირო მარილის, შაქრის და სხვა საქონლის მომარაგება. საბაზრო ეკონომიკამ დეფიციტი არ იცის და ნუ ავყვებით აჟიოტაჟს.
თუ გახსოვთ, პანდემიის დაწყებისას რომ ეზიდებოდა ხალხი საქონელს, მაშინაც იგივე დავწერე. დეფიციტი რომ არ შექმნილა, ეს გამოჩნდა მერე. თუ საქონლის დაგროვება ფასის გამო ხდება( არა მგონია მარილის შეძენის მიზანი მისი იაფად ყიდვა იყოს), ეს სხვა საკითხია და ყველა თავისი გუმანით და ბიუჯეტით წყვეტს, უღირს თუ არა ახლა ფულის დახარჯვა.
აჟიოტაჟირი მოთხოვნა წარმოშობს საქონლის დეფიციტს, ხოლო ის რაც იშვიათია, ძვირდება. რაც ახლა ხდება, ეს ფასების ზრდას აუცილებლად გამოიწვევს იმაზე მეტად, ვიდრე ეს სხვა გარემოებათა გამო შეიძლება მომხდარიყო", - წერს გოცირიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა