თეგებით ძიება

"რაც შეეხება იმპორტიორებს, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორები... 3-4 ჯერ ძვირად ყიდით პროდუქციას" - არჩილ ნიჟარაძე

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, არჩილ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ვისაც არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვაქვს. აი ეს არის იმ ხალხის ნამოქმედარი ვინც დღე და ღამ კლავიატურით იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის. შაქარის მთავარი ექსპორტიორი საქართველოში ბრაზილიიაა და ექსპორტის გაზრდაც შესაძლებელია, ასევე ვყიდულობთ პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან, ანუ რეალურად დეფიციტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სირცხვილია ხალხო ამ ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც თქვენსავით ყუთობით ვერ ყიდულობს პროდუქტს, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, იმიტომ, რომ დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით.
რაც შეეხება იმპორტიორებს, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან კიდევ უფრო მეტად გაუჭირვოთ საკუთარ ხალხს, 3-4 ჯერ ძვირად ყიდით პროდუქციას ყოველგვარი საფუძვლის გარეში და ამავდროულად 5შეკვრა პამპერსს აგზავნით უკრაინაში, ხო და მომკალით და არ მჯერა საკუთარი ხალხის სულის ამომხდელი პატრიოტების და თავისუფლების მოყვარეების, სააფთიქო ბიზნესისა და 700% იანი საბანკო სესხებისა არ იყოს!
არაუშავს, მოვა დრო, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი!!!", - წერს ნიჟარაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა