თეგებით ძიება

სააკაშვილი ჯანმრთელი სჭირდება უკრაინასაც და საქართველოსაც - ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ "TV პირველის" ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი სჭირდება უკრაინასაც და საქართველოსაც და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ახლა ერთ-ერთი უპირველესი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ საქართველოში ყველა ის ადამიანი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი, ვისაც საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, იყოს ჯანმრთელი", - განაცხადა დეკანოიძემ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა