"უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები, როგორი გახარებულები იყვნენ" - რას ამბობს კალაძე თემქაზე, ახლად გახსნილ პარკში მიწის ჩამოშლაზე?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თემქაზე, ახალ გახსნილ პარკში ჩამოშლილი მიწა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე.
"რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში გვხსენით ძალიან მაგარი პარკი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისეთი მაგარი პროექტი გამოვიდა. გუშინ ერთ-ერთ ფერდზე დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია პატარა ფერდის ჩამორეცხვა მიწა ჩამოიტანა... ცხადია შესაბამისი კომპანია უკვე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგდება. უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები, როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, - აი, ზღვისუბნის პარკში რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშიაო... არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა და გამოიწვია პატარა პრობლემა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ განმარტა, თბილისი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი იქნება.