თეგებით ძიება

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამის ბრძანებას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი.

„ვადგენ: აღიარებულ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატაროს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან დიპლომატიური კავშირების დასადგენად“, - ნათქვამია ე.წ. დადგენილებაში.

მისივე თქმით, მათ ოკუპირებულ აფხაზეთთან დიდი ხნის და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთმა და თვითგამოცხადებულმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დაამყარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა