თეგებით ძიება

"უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად!" - ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადa, რომ რუსეთი ვერასდროს მოახერდებს უკრაინაზე გამარჯვებას.

"მივიჩნევ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიოს ერები გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას. უკრაინა არასდროს, არასდროს იქნება პუტინის გამარჯვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დახმარების სახით უკვე გამოყო მილიარდი დოლარი, მისი თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

"და თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი პარტია სწორედ ახლა მიემართება უკრაინისკენ,“- განაცხადა ბაიდენმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა