თეგებით ძიება

სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს! - კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, "2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი". აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო“.

„სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან", - განაცახდა კალაძემ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა