თეგებით ძიება
11. 03. 2022 მსოფლიო

ცნობილია, როდის შეიჭრება ბელარუსის ჯარი უკრაინაში

ბელარუსის ჯარები უკრაინაში შესაძლოა, დღეს, 11 მარტს, 21:00 საათზე შეიჭრნენ. ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.

მქანამდე უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო და ბელარუსის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ეწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სწორედ პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა მსგავსი პროვოკაციის დაგეგმვა, რათა შემდეგ ბელარუსის სამხედრო შენაერთების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვის "საბაბი" მისცემოდათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2.5 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. დასავლეთი, მათ შორის აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო აგრესორ რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა