თეგებით ძიება

"კალაძეს კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ კომპანიასთან, რომელიც რუსულ საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს" - ნიკა მელია

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია აცხადებს, რომ თბილის მერს, კახა კალაძეს კონ­ტრაქ­ტი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი­რუ­სულ კომ­პა­ნი­ას­თან, "მეტ­რო ვა­გონ მაშ­თან", რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო სა­ბძ­რო­ლო ტექ­ნი­კას აწარ­მო­ებს.

"არ ვა­პი­რებ­დი ბრი­ფინ­გის ჩა­ტა­რე­ბას, რომ არა კი­დევ ერთი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, რბი­ლად რომ ვთქვათ, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ფაქ­ტი. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­შინ, რო­დე­საც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი გე­ნო­ციდს აწყობს უკ­რა­ი­ნის მთელ რიგ ქა­ლა­ქებ­ში და ბლო­კა­და­ში ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი ასო­ბით ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე, დე­და­ქა­ლა­ქის მერს, ბა­ტონ კა­ლა­ძეს თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­ხე­ლით კონ­ტრაქ­ტი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი რუ­სულ კომ­პა­ნი­ას­თან, „მეტ­რო ვა­გონ მაშ­თან“.

ეს ის კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც კონ­ტრაქ­ტის თა­ნახ­მად 44 ვა­გო­ნი უნდა მო­ე­წო­დე­ბი­ნა თბი­ლი­სის მეტ­როს­თვის, მაგ­რამ ეს კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს რუ­სულ სამ­ხედ­რო, საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კას და არის ფლაგ­მა­ნი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ი­სა მუხ­ლუ­ხო­ე­ბი­ა­ნი ჯავ­შანტრან­სპორ­ტის წარ­მო­ე­ბის მხრივ. ეს არ არის უბ­რა­ლო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პა­ნია და ბა­ტო­ნო კა­ლა­ძე, ვის თუ არა თქვენ, პირ­ვე­ლი თქვენ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ე­ქო­მა­გე­ბო­და ბევ­რი გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნე­ლებს.

ახლა, როცა მთე­ლი და­სავ­ლე­თი ცდი­ლობს, რომ ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბი შე­უ­წყვი­ტოს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს იმი­სათ­ვის, რომ მან ვერ მო­ა­ხერ­ხოს სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, თქვენ თბი­ლი­სე­ლე­ბის სა­ხე­ლით კონ­ტრაქ­ტი გაქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ას­თან და არ წყვეტთ კი არა კონ­ტრაქტს ცალ­მხრი­ვად, ხმა­საც არ იღებთ და გატ­რუ­ნუ­ლე­ბი ხართ. გა­სა­გე­ბია, რომ არ უერ­თდე­ბით მსოფ­ლი­ოს რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ში, გა­სა­გე­ბია, რომ ცა არ და­უ­კე­ტეთ რუ­სებს, გა­სა­გე­ბია, რომ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ წყვეტთ გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბას, მაგ­რამ ის მა­ინც მო­ა­ხერ­ხეთ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ოდე­ნო­ბით ფული პირ­და­პირ არ ხვდე­ბო­დეს მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ა­ში.

იმე­დი მაქვს ხვალ დი­ლი­დან ბა­ტო­ნი კა­ლა­ძე გა­მობ­რძან­დე­ბა და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კონ­კრე­ტულ პა­სუხს გას­ცემს და იტყვის ერ­თა­დერთ რა­მეს, რომ იგი ცალ­მხრი­ვად აუქ­მებს კონ­ტრაქტს ამ სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ას­თან. იმ ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლე­ბიც არი­ან ტე­რო­რის­ტე­ბად ქცე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხო­ცა­ვენ და ჟლე­ტენ ბავ­შვებს უკ­რა­ი­ნა­ში. ეს არ არის ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, უბ­რა­ლოდ მრცხვე­ნია რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მრცხვე­ნია ისე­ვე რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბას, ვინც ახლა ჩემს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეც­ნო­ბა. სირ­ცხვი­ლი არ არის განა, რო­დე­საც ჩვე­ნი ფული, 170 მი­ლი­ო­ნი ლარი, მი­დის მოს­კოვ­ში იმ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს ჯავ­შან­ტექ­ნი­კას? რომ მერე მათ ეს ფული გა­მო­ი­ყე­ნონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­სა­ბომ­ბად“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ პარ­ტი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა