თეგებით ძიება

"ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს" - რატომ არ გაახსნევინა ხულოელმა კაცმა "ალტ-ინფოს" ოფისი

ფეისბუქმომხმარებელი, დათო სოლომონიძე არის იმ საოფისე ფართის მეპატრონე ხულოში, რომელმაც "ალტ-ინფოს" საოფისე ფართის მიქირავებაზე უარი უთხრა.
ის თავის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში განმარტავს.

"როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და დააპირისპიროს ადამიანები ერთამენთს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.

გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად.
მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში.

მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და გთხოვთ გამარკვიოთ.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ", - წერს დათო სოლომონიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა