თეგებით ძიება

"პუტინი შეიშალა" - მიხეილ სააკშვილი რუს აგრესორზე

"პუტინი მოძალადეა და ახლა ის ჭკუიდან არის გადასული" - ამის შესახებ ბრიტანუ გამოცემა Express-სთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

გამოცემასთან მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ვაშინგტონს პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე აფრთხილებდა.

"ჯერ კიდევ 2006 წელს გავაფრთხილე ამერიკა, რომ ის [პუტინი] მე და ჩემს ქვეყანას ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით გვემუქრებოდა. ჩემი ამერიკელი მეგობარი ფიქრობდა, რომ მე ვაჭარბებდი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, "რაც არ უნდა გაეკეთებინა უკრაინას, რუსები თავს მაინც დაესხმებოდა".

სტატიის ავტორის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს და ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა პუტინის "სლავური ავღანეთი" გახდეს.

რაც შეეხება საქართველოში მის დაკავებას, სააკაშვილი მას "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა