თეგებით ძიება

დაპირისპირება თბილისში - დაჭრილი 3 ძმაა

თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მოხდა სისხლიანი გარჩევა - დაჭრილია, სავარაუდოდ, 4 პირი, მათ შორის 3 ძმაა.

„კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ერთი პირი. მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა