თეგებით ძიება

"მიშა რომ ახლა ციხეშია არ მიგაჩნიათ ისტორიულ უსამართლობად?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თითქმის მესამე მსოფლიო ომის ფონზე, სირცხვილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა.

"მიშა რომ ახლა ციხეშიამ არ მიგაჩნიათ ისტორიულ უსამართლობად? მარტო რომ დარჩებით, საკუთარ თავთან, მაშინ მაინც უპასუხეთ ამ კითხვას გულწრფელად“ - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.„განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მთელი საერთაშორისო მედია აფრიალებს მის ინტერვიუებს და ამბობენ, რომ წინასწარმეტყველებას ჰგავს მისი პროგნოზები.თუ სიტყვა თავისუფლება არ მოგწონთ, პატიმრობის გადავადებაზე ვისაუბროთ, ნებისმიერ იურიდიულ შეთანხმებაზე, მაგრამ ვთქვათ, რომ ჩვენი სირცხვილია ახლა, თითქმის მესამე მსოფლიო ომის დროს, პიჯაკებზე ვასამართლოთ პუტინის მთავარი მტერი.

ჩვენ ხომ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ სალომეს, სწორი პოლიტიკური სვლისთვის, მიუხედავად იმისა რომ "ომი საქართველომ დაიწყო"თქვენ რატომ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ მიშა ციხეში არ უნდა იჯდეს.რა უფრო დიდი დანაშაულია? "ომი რომ საქართველომ დაიწყო" თუ ქაშმირის პიჯაკში გადახდილი თანხა.დგება მომენტები, როცა ერები ერთიანდებიან. ეს მომენტია ახლა და იქნებ ახლა მოვიქცეთ ისე, როგორც პუტინს არ მოეწონებოდა.გთხოვთ, იფიქრეთ ამაზე,“ - წერს ჟურნალისტი.



.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა