თეგებით ძიება

რუსეთ-უკრაინის ომი - გუშინდელი ღამის მთავარი მოვლენები

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე მეცხამეტე დღეა მიმდინარეობს. გთავაზობთ გუშინდელი ღამის მთავარ მოვლენებს.

- ღამის განმავლობაში იბომბებოდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქი. ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად დაზიანდა სატელევიზიო ანძა ქალაქ რივნესთან; ჟიტომირის რაიონის სოფელ სტავიშეში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს; ასევე ორი რაკეტა გაანეიტრალეს უკრაინელებმა კიევის თავზე. ერთ-ერთის ფრაგმენტები დაეცა საცხოვრებელ სახლს, გაჩნდა ხანძარი.

- უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება, რომ ბოლო დღის განმავლობაში ოთხი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

- ამერიკულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს. ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, სანდოა, რადგან აშს-ის ოფიციალური პირები კომენტარს აკეთებენ ამ თემაზე - შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შემთხვევაში სერიოზული შედეგების შესახებ.

- ავსტრალიამ დაუწესა რუს ოლიგარქებს და ჩინოვნიკებს პერსონალური სანქციები - 33 რუს ბიზნესმენს გაუყინეს აქტივები და მათ და მათი ოჯახის წევრებს აუკრძალეს ავსტრალიაში შესვლა.

- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთის საზღვართან სამხედრო აეროდრომზე რუსული ავიაიერიშის შემდეგ, კვლავ მოუწოდა ნატოს ქვეყნებს დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.

- რუსეთში, ორშაბათს ღამით, ინსტაგრამი მთლიანად დაბლოკეს.

- დღეს, თბილისის დროით სავარაუდოდ 12.30-ზე, შედგება ვიდეოზარი რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი პუტინის და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა