ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა – ნახეთ რას ამბობს ლიზა
“მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რადას დეპუტატის ლიზა იასკოს მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი მომღერლისგან ქალიშვილი ჰყავს, სავარაუდოდ ძალიან განაწყენებულია”.
მედიამ ლიზასგან კომენტარის ჩაწერა იტალიურ რესტორან Buffalino-ში მოახერხა.
strana.news ლიზა იასკოს სიტყვებს ციტირებს:
“მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო მე საერთოდ არ მაინტერესებს”, – ამბობს იასკო და დასძენს, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.
“თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება და სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის” – ამბობს ლიზა.
წყარო