რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლვოვის აეროპორტის რაიონი დაბომბეს
ლვოვში, ადგილობრივი დროით 6:30 საათზე აფეთქება მოხდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელის მრჩევლის დენისენკოზე დაყრდნობით უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.
მომხდარ აფეთქებას ადასტურებს ლვოვის მერიც. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტა აეროპორტის რაიონში ჩამოაგდეს.