ნიკოლ ფაშინიანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრs, ნიკოლ ფაშინიანსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტs, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ. ასევე, განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.