თეგებით ძიება

"დაახლოებით 6 საათი სამი ჯგუფი ვეძებდით მათ ტყეში… ვიპოვეთ" - რას წერს დავით ქაცარავა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების შესახებ?

ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის შესახებ წერს.

"გუშინ ირპენში, ორკებთან შეტაკების შემდეგ, სადაც საერთაშორისო ლეგიონის ქვედანაყოფმა 3 ბმდ და შესაბამისი ცოცხალი ძალა გაანადგურა, ოპერაციიდან გამოსვლისას, ნაღმტყორნების ცეცხლის შედეგად ჩვენი ძმები, უმამაცესი ქართველი მეომრები, დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპნენ.

დაახლოებით 6 საათი სამი ჯგუფი ვეძებდით მათ ტყეში… ვიპოვეთ.

ორივე ვაჟკაცი გამოყვანილია. მალე გადმოვასვენებთ საქართველოში და ღირსეულად მივაბარებთ მშობლიურ მიწას. დავით! ბერო! ამ ომს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ! გპირდებით!

ოდესმე შევხვდებით და ბევრ რამეს მოგიყვებით! მიყვარხართ, ძმებო… დროებით…”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს ორი ქართველი დაიღუპა. გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა