თეგებით ძიება

"სულ რაღაც ორი დღის წინ ერთად ვისხედით გაყინულები სატვირთოს ძარაზე" - გურამ ჩალაგაშვილი დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე

უკრაინაში მებრძოლი, გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე წერს.

"სულ რაღაც ორი დღის წინ ერთად ვისხედით გაყინულები სატვირთოს ძარაზე. ცოტა ვიხალისეთ, ვიცინეთ. დილით ადრე ოპერაციაზე გავიდნენ თანამებრძოლებთან ერთად და, სამწუხაროდ, ვეღარ დაბრუნდნენ მათ საქართველოს შესწირეს თავი! დიდება გმირებს! СЛАВА УКРАЇНІ! ГЕРОЇВ СЛАВА!”, - წერს გურამ ჩალაგაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს ორი ქართველი დაიღუპა. გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა