თეგებით ძიება

"ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში" - უკრაინაში გარდაცვლილი ჟარისკაცის მეგობარი

ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე უკრაინაში გარდაცვლილი, ბახვა ჩიქობავას შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


"მეორედ დამემართა ცხოვრებაში. პირველად - აფხაზეთის ომის დროს ჩემს უმცროს მეგობარ მიროტაზე. და დღეს. გუშინ ამიტანა წინათგრძნობამ, ვერ მოვისვენე, დღეს დილით ხუთის ნახევარზე მივწერე - გთხოვ, ერთი სიტყვა, რომ კარგად ხარ. მაგრამ.... დილით საერთო მეგობარმა რომ დარეკა ფრონტიდან, პირველ ზარზე არ ავიღე. ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა და არ მინდოდა გაგონება. მეორე ზარზე - რაღა გზა იყო. ავიღე, ვკითხე - ბახვა? ხოო.

ჩვენი უმაგრესი, უვაჟკაცესი, უკარგესი ბიჭი. სამი კვირა 24 საათი სულ ბრძოლაში იყო. მანამდე - 2014 წლიდან სულ მარიუპოლში. მანამდე - სულ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური. მერე - ნაძირალა ქოცებისგან დევნილი, შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული, იძულებით გათავისუფლებული, მუდმივ წნეხში მყოფი ოჯახით, მიგზავნებით - ჩამოვიდეს, იქ ნუ ომობს. ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში, თავის შვილებში, შვილიშვილებში, მადლიერ უკრაინელებში, ქართველებში. ის საქართველოს მეომარი იყო. პატივი მივაგოთ მას", - წერს გივი თარგამაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა