თეგებით ძიება

"მომატებული ფასები ჩემს ირგვლივ არავის აბრაზებს, ვხვდებით ეს უკრაინისთვის გაღებული თავისებური მსხვერპლია" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი რუსეთ-უკრაინის ფონზე საწვავის ფასის ზრდის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმამურება:

"ერთ ავზ ბენზინში დაახლოებით 10$-ით მეტს ვიხდი, რაც უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა. მომატებული ფასები ჩემს ირგვლივ არავის აბრაზებს, ვხვდებით ეს უკრაინისთვის გაღებული თავისებური მსხვერპლია. ცხადია, ბევრ ოჯახს თვიდან თვემდე გაწერილი მწირი შესაძლებლობებით, გაზრდილი ფასები უმძიმეს ტვირთად აწვება. ერთადერთი გამოსავალი ამ დროს ხარჯების შემცირებაა.
გონივრული იქნება ხარჯები ისე შევამციროთ, ჯანრმთელობასაც წაადგეს და ეკოლოგიასაც.

ჩემეულ მეთოდს გაგიზიარებთ...
უკვე ორი წელია სამსახურში ფეხით დავდივარ, თუ ამინდი არ მიშლის ხელს. მანქანით მხოლოდ ცუდ ამინდში ვსარგებლობ. სახლიდან სამსახურამდე 5 კილომეტრია. დილა-საღამოს ამ გზის გავლა მინიმუმ 10 კილომეტრია. საშუალოდ, ჩემი დღიური რუტინა 12 კილომეტრია. ზოგჯერ 17 კილომეტრამდეც ავდივარ.

არაფერი მამხნებს და მასვენებს ისე როგორც
ფეხით სიარული. ამ დროს, პარალელურად, სასარგებლო საქმიანობისთვისაც ვიყენებ. კონფერენციებს, ლექციებს, მუსიკას ვარ მიერთებული, ან საქართველოში რომელიმე პაციენტის კონსულტაციაში ჩართული.

სცადეთ სამსახურში, მეგობრებთან, საქმეებზე ფეხით სიარული. რამდენიმე კვირაში მოგეწონებათ, მერე კი ეს თქვენი განუყოფელი რუტინა გახდება. თან ასე ანტირუსულ სანქციებსაც მიუერთდებით. ნავთობის ფასს მოხმარების შემცირება, როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუცილებლად დაეტყობა.
აქვე გაგიზიარებთ ჩემს ყოველდღიურ რუტინას.

ზურაბ გურული, იქნებ შენი რუტინაც გააზიარო. გპირდები, არ შევიმჩნევ რომ ცოტათი გჯობივარ", - წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთმა რუსეთს და პუტინთან დაახლოებილ ოლიგარქებს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ქვეყანა ასობით ბრენდმა დატოვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა