თეგებით ძიება

"უკრაინის ომის ხარჯზე რეიტინგის გაკეთება, გულის ამრევი საქციელია... " - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე უკრაინაში მიმდინარე ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ უკრაინის ომის ხარჯზე პიარის გაკეთება, არაადამიანური საქციელია.

"უკრაინაში ამჟამად სჭირდებათ პროფესიონალი სამხედროები (ერაყი, ავღანეთი, აფრიკა გამოვლილები განსაკუთრებით სპეც დანიშნულების ხალხი)!კიდევ ერთხელ, პროფესიონალები! ვინც აპირებდა ჩასვლას, უკვე უკრაინაში არიან და იცავენ იქ თავის სამშობლოს, უკრაინას და საქართველოს! ტურესტებად უკრაინაში ახლა მარტო რუსები ჩადიან…

სჯობს, უკრაინას დავეხმაროთ საქართველოდან, ამისი ბევრი გზა არსებობს და ტვირთად არ დავაწვეთ უკრაინას… დიახ, არაპროფესიონალები და არაკომპეტენტური სპეციალისტები არავის არსად არ უნდა, და ყველგან არიან მძიმე “ბალასტად”… იქ ჩასული “ბალასტი” უკვე მიხვდა ან მიახვედრეს, რომ უკრაინა არ არის 2-3 კვირიანი კომპიუტერული თამაში და უკან ბრუბდებიან/აბრუნებენ და უკვე აღარც უშვებენ…

უკრაინის ომი არ არის სპექტაკლი/შოუ. რეიტინგის და პრ-ის გაკეთება უკრაინის ომის ხარჯზე არის გულის ამრევი და არა ადამიანური საქციელი!
ამას ვამბობ მე ომის დაწყების პირველივე დღიდან.
დიდება საქართველის!
დიდება უკრაინას!
ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში გმირები არიან!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა