თეგებით ძიება

"როგორ უნდა მოვექცეთ რუსებს?" - რეკომენდაციები

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობის რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში აზიარებს.

"როგორ უნდა მოვექცეთ რუსებს? - ცივი დისტანციით.
-თავს ნუ გამოიდებთ კომუნიკაციის გაბმით.
- თავს ნუ გამოიდებთ თქვენი რუსული ენის ცოდნით.
- გეკითხებათ რამეს რუსულად? უპასუხეთ ქართულად, ინგლისურად ან საერთოდ ნუ უპასუხებთ. ზურგი აქციეთ.
- ნუ უღიმით. მტერს არ უღიმიან.
- ნუ ევლებით თავზე. მტერს თავზე არ ევლებიან.
- არ ითანამშრომლოთ. - თანამშრომლობის ძალიან ფართო გაგებით.
- ცივი დისტანცია თქვენი ღირსების დაცვის გზაა. იმისთვის რომ ადამიანობა შეინარჩუნოთ, არც აგრესია აფრქვიოთ და არც გაუღიმოთ.
- სტუმართ-მასპინძლობა მტერთან ჩვენი ადათის ნაწილი არასდროს ყოფილა. არც ჩაგვრა.
- ცივ დისტანციას და არათანამშრომლობას არაფერი საერთო აქვს ვინმეს ჩაგვრასთან.
- ღირსება დაიცავით თქვენი და თქვენი ქვეყნის. ნუ მოიქცევით როგორც კოლონია, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამის მტკიცებას სხვები, ქვეყნის შიგნით და გარეთ.
- არსებობს მხოლოდ ერთი - იმპერიული რუსეთი. ვინც მას ებრძვის, რუსი იქნება, ბელორუსი თუ მარსიანელი, თუ გინდათ მასთან ფიცვერცხლიც ჭამეთ.

ნუ იქნებით:

ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
/თუ ეთანხმებით ამას,შეგიძლიათ გააზიაროთ, სხვებს წააკითხოთ. იქნებ, ვინმემ ყურად იღოს", - წერს გიორგი ნონიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა