თეგებით ძიება

"ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, ასევე, ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვისაც" - სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველო აპირებს მის გადაცემას რუსეთისთვის.

"ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, ასევე, ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვისაც. მზადდება პროვოკაცია ტერიტორიების შიგნით და ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი - ეს არის მათი გეგმა. ჩვენი თაობის ამოცანაა ეს არ დავუშვათ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა