თეგებით ძიება

"ყველაზე დიდი ლაჩრობა სააკაშვილმა აგვისტოს ომში გამოჩინა" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს "ლაჩარი"უწოდა.


"ჩვენ გვახსენდება ჩვენი ჯარისკაცების გმირობის არაერთი მაგალითი აგვისტოს ომის დროს. უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში. ასევე, უპრეცედენტო ლაჩრობა გამოავლინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ასეთი მოღალატეობრივი და რადიკალური ჯგუფი ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს", - თქვა ღარიბაშვილმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა