თეგებით ძიება

"ხომ გავიდა რამდენიმე კვირა, რაც ეს ტალღა აიწია, რამე დრამატული მოხდა?" - პაპუაშვილი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ყველანაირად ვხედავთ, რომ რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს. თავისთავად გასაგებია, რომ რუსეთიდან იქნება მოქალაქეების გადინება, ომში არის ქვეყანა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოქალაქე ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ამისი დრამატიზება, თითქოს ეს იყოს რაღაცა დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამხელს დღის წესრიგს ზოგიერთი ოპონენტის, რომ რაიმენაირად არიონ ქვეყანაში სიტუაცია.

ხომ გავიდა რამდენიმე კვირა, რაც ეს ტალღა აიწია, რამე დრამატული მოხდა? რამეს ვხედავთ განსაკუთრებულს? არა, რა თქმა უნდა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მშვიდი, ამავე დროს ძალიან მტკიცე პოლიტიკის შედეგებს" , - აცხადებს პაპუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა