თეგებით ძიება

"კარგი ამბავი..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთიდან გაყვანილ რუსულ ჯარზე ელისო კილაძე?

ჟურნალისტი, ელისო კილაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში გადასროლილ საოკუპა ჯარზე სოციალურ ქსელში წერს:

"კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის - გუდაუთიდან გაყვანილი რუსული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა სრულად განადგურებულია", - წერს ელისო კილაძე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსებმა სამხედრო ტექნიკა და ჯარი გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წელს განახორციელა. კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და საკუთარი ჯარი შეიყვანა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა