თეგებით ძიება

"დედაჩემმა თმით მითრია, ჩემმა ძმამ ისე მცემა, ხელი მომტეხა, მამამ ბ@ზი მეძახა" - რას წერს გოგო, რომელიც ძმის ძმაკაცმა გააუპატიურა და ქორწინებას აიძულებდა

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გამარჯობა. არც კი ვიცი, როგორ დავიწყო... ჩემი პოსტი ზემოთ წერია. ჩემი ძმის "მეგობარი" ძალადობა ჩემზე, მოკლედ ზემოთ არის ეს ისტორია და წაკითხული გაქვთ... არ ვიცი, როგორ ვთქვა, გეცნობით. (ძალადობის მსხვერპლი გოგოს ამბისაწინარე ისტორია შეგიძლიათ იხილოთ აქ)

აღარ ვთხოვდები... მისი მინაწერები და მუქარები ვანახე, მაგრამ ამას ისეთი რეაქციები მოჰყვა, ნეტავ სულ არ მეთქვა... ვგრძნობდი, ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა..................

დედაჩემმა თმით მითრია, ჩემმა ძმამ ისე მცემა, ხელი მომტეხა, მამამ ბ.ზი მეძახა, ხოლო ბებოს წნევამ აუწია და მლანძღა...
იმ ნაბი.ვარმა შეიცხადა და თვითონვე თქვა ქორწილზე უარი.
მე ვერ დავანებებდი თავს ასე მარტივად და ვუჩივლე დაიჭირეს...
სახლიდან გამომაგდეს და გამოგდებამდე მცემეს...

ნაცემი მარტოხელა დეიდაჩემთან მივედი და იქ დავრჩი. ბევრჯერ მოსულან იქ და ვუცემივარ ჩემს "მშობლებს"... დღემდე დეიდაჩემთან ვარ, ის მიცავს...
დღესაც მივარდებიან ჩემი მშობლები და მცემენ და კიდევ უფრო მიმწარებენ ცხოვრებას... ფსიქოლოგთან დავდივარ და მჯერა, რომ ეს ჯოჯოხეთი ოდესმე დამთავრდება.
არ გაჩუმდე!".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა