თეგებით ძიება

"ჩვენი საქმე მაშინ გაფუჭდა, როცა დავიჯერეთ, რომ გამორჩეული, წილხვედრი ერი ვართ..." - რას წერს პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ერების "გამორჩეულობა/წმინდანობის" ფონზე რუსულ აგრესიას აკრიტიკებს.

"ჩვენი საქმე მაშინ გაფუჭდა, როცა დავიჯერეთ, რომ გამორჩეული ერი ვართ, საზეპურო ერი ვართ, წილხვედრი ერი ვართ, მართლმადიდებლობის დამცველი ერი ვარ, ყველაზე მაგარი ერი ვართ… ეს ისე ღრმად დავიჯერეთ, ნაკლოვანებებზე არც დავფიქრდით. იქნებ რამე გვქონდა გამოსასწორებელი, იქნებ ჩვენც ვუშვებდით შეცდომას, იქნებ თავი დაგვეღწია ტრაბახისთვის და ცოტა უფრო მეტი გვეშრომა, ან მეტი პასუხისმგებლობა აგვეღო ღვთისა და ერის წინაშე…

თავის მოწონებას საბოლოოდ ის მოაქვს, რომ შენ გარდა აღარავის სჯერა შენი უძლეველობა და იმსხვრევა მითები. ნამსხვრევებს ქვეშ ყვები და წამოდგომას იმდენი დრო და ძალები სჭირდება, გიჭირს თავიდან დაწყება…

დღემდე მაინც იგივეს ვიმეორებთ, რომ მაინც ყველაზე კარგები ვართ… არ გვსურს რეალობის დანახვა… ამას ხომ გამბედაობა უნდა. ამ ხიბლის მდგომარეობით და საკუთარი ვითომ გამორჩეულობის სინდრომით, გამოგვეპარა და საკუთარ გენში ბევრი სარეველა აღმოცენდა… ბევრი შუღლი, მტრობა, დაპირისპირება, ღალატი… ბოღმა, უნდობლობა, მლიქვნელობა…

რუსეთიც ზუსტად ამ ხაზით წავიდა… დაიჯერა, რომ ,,წმინდა რუსეთის” სტატუსი მის თარგზეა გამოჭრილი და ამ სტატუს ქვეშ ხოცავს დიდებს, პატარებს, ანგრევს ქალაქებს, სოფლებს, ისაკუთრებს ტერიტორიებს, ბომბავს ტაძრებს…

ასე იცის გამორჩეულობის აკვიატებამ… ეს დაავადებაა, ფსიქიკური დაავადება, რომელიც ძნელად, ან საერთოდ არ იკურნება!..", - წერს პეტრე კოლხი.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიღეა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. აგრესორები საცხოვრებელ სახლებსაც ბომბავენ, შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი 115 ბავშვი, მილიონობით პირი კი უცხო ქვეყნებში დევნილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა