თეგებით ძიება

"სასიკვდილო საფრთხის შემცველია" - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, პროდასავლურ ოპოზიციას სოციალური ქსელით მიმართავს:

"მივმართავ საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას. ვფიქრობ, მთავრობის შეგნებული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი უმოქმედობის ფონზე, ყველაზე სწორი იქნება, თუ საქართველოს სრული დეოკუპაციისა და 2008 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების შესახებ მოთხოვნას დავაყენებთ.

ეს უკვე გააკეთა მოლდოვამ და სრულიად ცხადია, ეს ინიციატივა დასავლეთთან შეუთანხმებელი ვერ და არ იქნებოდა. ამას მოელიან ჩვენგან უკრაინელები და საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ნაწილობრივ მაინც გადაარჩენდა საქართველოს რეპუტაციას და მყარ საფუძველს შექმნიდა ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის და, მკაფიოდ წარმოაჩენდა ქართველი ხალხის ურყევ და უალტერნატივო ნებას, იყოს დასავლური ოჯახის წევრი.

ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე, სასიკვდილო საფრთხისშემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. მხოლოდ დასავლურ ოპოზიციას, კარგად გააზრებული და აწონდაწონილი, მაგრამ, ამავე დროს, გამბედავი და მკაფიო მოქმედებით, შეუძლია იხსნას ჩვენი სამშობლო სრული კატასტროფისგან!", - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა