თეგებით ძიება

"ყველაფერი დაწერილია, უკრაინას უკვე აღარაფერი ეშველება" - დემურ გიორხელიძე

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს.

"CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკის განცხადება ნახეთ, როგორ შეურაცხყოფს… ვისაც შეურაცხყოფს და მერე იფიქრეთ, ვის ადიდებთ და ვის გმირად სახავთ, იდეოლოგიით დამცირებულო და საცოდავო ადამიანებო.

არ მინდა, მისი სიტყვებით წავბილწო ჩემი გვერდი. დავასრულე უკრაინაზე რაიმე კომენტარი საერთოდ და ა.შ. ყველაფერი დაწერილია და ამ ქვეყანას უკვე აღარაფერი ეშველება… მცირერიცხოვანი იდეოლოგიით გამოთაყვანებული და გაუნათლებელი ადამიანებისთვისაა ეს ნაგავი [ზელენსკი] გმირი. გასაგებია?”.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ქართულ სოციალურ ქსელებში ვოლოდიმერ ზელენსკის სალანძღავი ძალიან ბევრი პოსტი იწერება. ბოლო დროს კი ფაქტობრივად კამპანია გაჩაღდა იმის შესახებ, რომ საქართველომ ნატო-ზე უარი უნდა თქვას, უფრო მეტიც, ალიანსს ჩვენს ქვეყანაში წვრთნები არ უნდა ჩაატარებინონ", - წერს ექსპერტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა