თეგებით ძიება

"მივმართავ ყველა იმ ქალბატონსა და ბატონს, აქ რომ „გულისტკივილით“ წერთ ხოლმე, ზელენსკიზე „რატომ ჩაახოცინა ამდენი ხალხი“ - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტს ომის თავიდან აცილება შეეძლო.

"მივმართავ ყველა იმ ქალბატონსა და ბატონს, აქ რომ „გულისტკივილით“ წერთ ხოლმე, ზელენსკიზე „რატომ ჩაახოცინა ამდენი ხალხი“. მართლა, სარკაზმის გარეშე გეკითხებით: მეუღლესთან ერთად მიდიხართ ბნელ ქუჩაში. სამი გალეშილი ბოროტმოქმედი დაგხვდათ. თქვენს მეუღლეს ეუზრდელებიან, ხელით ეხებიან.
-დაიცავთ? - რათქმა უნდა. გადაგიარათ ამ სამმა, წიხლები გირტყათ თავში, გაწევ-გამოწევაში მეუღლეც დაშავდა, მაგრამ მომხდურები მოიგერიეთ, გაიქცნენ. ცოტა ხანში, მეზობელი მოდის. - რა მოგივიდათ, რამ დაგლეწა და დაგასისხლიანათო, გეკითხებათ გაოცებული. ამბავს უყვებით, კბილების ღრჭიალით. ჰოდა, ის ისევ გაოცებული, დანანებით გეუბნებათ: მიგეცათ მერე, ქალბატონო მიმოზა, რატო აცემინეთ თავი და მეუღლე? მერე თქვენ მოგიბრუნდათ - კაი, მიმოზამ არ მიცა, არ მიცა, თქვენ მაინც მიგეცათ, ბატონო ჟორა... ან ქალბატონი მიმოზა დაგეყოლიებინათ... აბა ცემა ჯობია?
- ჰოდა, რას ეტყვით ამ მეზობელს? - აი ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც თქვენზე, აქ რომ ტექსტებს წერთ ხოლმე, ზელენსკიზე „რატომ ჩაახოცინა ამდენი ხალხი“.
უი, ხო - Merab Metreveli ახლა ამ ალეგორიაში ნეიტრალიტეტის გამოცხადებაც ჩამისვი სადმე თუ გიყვარდე", - წერს გრძელიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა