თეგებით ძიება

"უკრაინელების ერთობა სინამდვილეში მოჩვენებითია..." - რას ამბობს უჩა აბაშიძე?

სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე რუსეთ-უკრაინის ომს განიხილავს.

"როცა საქართველოს ამბავს განვიცდი, რაც ბოლო 30 წელში დაგვემართა, სულ ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარი, ან ერთი მესამედი მაინც და თბილისი მასობრივად ,,არ თვლის საჭიროდ” წავიდეს და იბრძოლოს საქართველოსთვის იქ, სადაც ეს საქართველოს სჭირდება.

ამის გამო სოხუმელი, ან თუნდაც ერედველი არ გრძნობს რომ იგივე ქვეყანაში ცხოვრობს, რომელშიც თბილისელები ცხოვრობენ. რომ მტერი გინდა, მის სახლს დასხმია, გაგრაში, გინდა, რუსთაველზე მიუტანია იერიში ოპერიკის უკან. ამის გამოა, რომ ყველა თბილისში ,,გამორბის”, იმიტომ, რომ, სადაც რა ბიზნესიც და ოჯახური საქმეც არ უნდა დაიწყო, ვინც მოვა პირველი, ის წაგართმევს და თბილისელები არ მოვლენ დასახმარებლად და ყველაფერს დაკარგავ, როგორც თამარაშენში დაკარგეს, ან ოჩამჩირეში დაკარგეს.

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ საქართველომ უარი უნდა თქვას ომზე, გამოატაროს მტერი თბილისამდე და ნახონ ერთი თბილისელებმა, როგორია შენ სახლებს რომ გიწვავენ. აი, ახლაც, მაგალითია ცოცხლად – მარიუპოლი ნახევარმილიონიანი ქალაქია, იცავს სულ 3-4 ათასი კაცი. დანარჩენები სად არიან?..

მარიუპოლელებს რომ იარაღი აეღოთ ხელში, ქუდზე კაცად გასულიყვნენ საომრად იმ თითო პატარა სოფელზე, რომლებიც უომრად მოუწიათ ჩაებარებიათ (და ასევე მსხვილ ქალაქებზე, მელიტიპოლზე და ბერდიანსკზე), ახლა მარიუპოლში ეს მდგომარეობა არ იქნებოდა, ანუ ჩვენ კი აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელების ერთობით, მაგრამ ეს ერთობა სინამდვილეში მოჩვენებითია, ჩვენ მარტო ერთ ნაწილს ვხედავთ სოციუმის, არსებობს მეორე – უზარმაზარი ნაწილი, რომელიც არ ომობს…

დასავლეთ უკრაინაში მილიონობით ჯანმრთელი მამაკაცია, აი, დღეს წავიდა ჩემი 2 მეგობარი უკრაინაში საომრად კიდევ და იქ, დასავლეთ უკრაინაში, მილიონობით კაცი ზის საკუთარ სახლში და ,,ვილკებს” იყრის… რომ გაიგიჟონ თავები ისე, როგორც ჩვენ გვეჩვენება, რომ უკრაინა თავს იგიჟებს, მილიონ კაცსაც გამოიყვანენ და მეტსაც და ვერანაირი რუსეთის ძონძარმია ვერ გაუძლებდა და ვერანაირი ავიაცია ვერ გააჩერებდა (მით უმეტეს, ჭკუით თუ მოიქცეოდნენ და, დავუშვათ, ღამით გადავიდოდნენ სოფლიდან სოფელში და შეამცირებდნენ მანძილს და ა.შ. იმდენი ხალხით რო ყველა სოფელში ერთდროულად მიდიოდეს წინსვლა და მილიონ მიმართულებაზე ხდებოდეს მოძრაობა, რუსებს სრული კატასტროფა დაემართებოდათ).

რაც ახლა უკრაინაში ხალხმა იარაღი აიღო ხელში, პროცენტულად იგივემ რომ აიღოს ჩვენთან, აუცილებლად წავაგებთ ნებისმიერ ომს რუსეთთან. და სინამდვილე იმაშია, რომ, რაც მელიტოპოლმა და ბერძიანსკმა ქნეს, ან ხერსონმა (ცოტა ბრძოლის მერე), რომ გაატარეს რუსული ჯარი და ახლა მიტინგებზე გამოდიან, ეგ რომ ქნას ზუგდიდმა და გორმა, მერე ნახავს თბილისი, როგორია ,,რომ დაგაგროზნოვებენ” მარიუპოლივით, იმიტომ, რომ სხვანაირად, ეგერ ელაპარაკები ვერელ ბიჭს და იგივეს კაჩაობს – ,,იქ, სადღაც ტყეში ვერ ვიომებ მე, ძმაო და აქ რომ მოვლენ ჩემი ფანჯრის ქვეშ, დედას მოვუტ…”.

და სინამდვილეში, ფანჯრის ქვეშ რომ მოვლენ, მანამდე 3 კვირა დაგბომბავენ, მანამდე შენი დისშვილი უკვე დაიღუპა აფეთქებისგან, დედაშენი დაიჭრა და შენ კიდევ აღმოაჩენ რომ ქალაქი ისეთი დანგრეულია, დასაცავადაც აღარ ღირს და ქუჩაზე რუსი სალდაფონები კი არ მოდიან, ქუჩაზე მოდიან ტანკები, კადიროველები და თან ავიაცია გბომბავს და ვაფშე აღარაა ისე, რომ ,,ფანჯრიდან დაადედისმუ.. ყველას”.

სიმართლე ეგ არის, რომ რამენაირად უკრაინელებზე ბევრად მეტი ერთიანობა დაგვჭირდება, რომ თბილისიდან ყველა უნდა წავიდეთ იქ, სადაც ისეთივე საქართველოა, როგორც თბილისი და იქ მივეხმაროთ და იქ დავიღუპოთ, იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრის პირას სახლი ისეთივე ქართველის სახლია, როგორც პლეხანოველის სახლი და იმისთვის, რომ თბილისი არ ,,დაა-მარიუპოლონ”, უნდა ვიომოთ რაც შეიძლება შორს თბილისიდან…

გაუმართლა უკრაინას, რომ ჩვენსავით 1-2% ომობს, მაგრამ ის 1-2% საკმარისია რუსეთის გასაძლებად (ჩვენთანაც 30 000-50 000 ომობს მაქსიმუმ და იქაც ეგრე 500 000 – 1%-ზე ოდნავ მეტია უკრაინის)…”, - წერს სამხედრო ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა