თეგებით ძიება

არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ადამიანები გამორბიან - კალაძე რუსეთის მოქალაქეებზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს საქართველოში შემოვიდნენ, ნორმალურია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ადამიანები გამორბიან, როდესაც არ მოსწონთ იქ არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. მე ვფიქრობ, ბევრისთვის, ვინც ნორმალურად აზროვნებს, არ უნდა იყოს მოსაწონი, როდესაც თავისი ქვეყანა უცხო ქვეყანაში იჭრება, იწყებს საომარ მოქმედებებს. ბევრი ადამიანია, ვინც ცივილურად აზროვნებს და თავისი ქვეყნის ამგვარი ქმედება არ მოსწონს", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა