თეგებით ძიება

"რუსები მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს.


"2008 წელს, 9 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, გაეროში ჩვენს ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან მივიდა რუსეთის ელჩი ჩურკინი და უთხრა, რომ პუტინი სასაუბროდ მზად იყო და გადმოეცა ჩემთვის, რომ დამერეკა.
ირაკლიმ ეგრევე შემატყობინა.

მე ეგრევე შევუკვეთე ჩვენს კომუნიკატორს კრემლში დარეკვა. გვითხრეს, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი დაკავებულია და 1-2 საათში გადმორეკავდა. მის ზარს დღემდე ველოდები.

იყო მეორე ეპიზოდიც - რუსების წინადადება მივიღეთ ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა დაღუპულები და დაჭრილები გაგვეცვალა. მათ ეს გამოიყენეს ძალების მათთვის ბევრად უფრო მოგებიანი გაშლისა და გადაჯგუფებისთვის.ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც მსგავსი ტრიუკები ჩაუტარონ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა