თეგებით ძიება

ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერის, გუბაზ სანიკიძის თქმით, სამხედრო ტრიბუნალზე ვლადიმერ პუტინის გასამართლების პროცესი დროში გაიწელება, ამიტომ, მეტად მოსალოდნელია, რომ მანამდე იქ ქვეყნის შიგნით, მისი ქმედებებით უკმაყოფილო გენერლებმა მოიშორონ თავიდან.

“ტრიბუნალი გაიწელება… მე მაინც ვფიქრობ, რომ შიგნიდან – პავლე პირველი როგორ მოკლეს? “ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე თავადი იაშვილის ყელსახვევით გაგუდეს. რუსეთის ისტორია სულ შეთქმულებების ისტორიაა, აშკარად ჩანს გენერალიტეტსა და პუტინს შორის დაპირისპირება. გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ ომი არ დაიწყოო. მაინც დაიწყო ხომ? ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს. შედეგი მაინც ერთია – მარცხი”, – აცხადებს სანიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა