თეგებით ძიება

"ის შლეგი ციხის ბინადარი, რომელიც ეტყობა კიდევ ვერ აცნობიერებს, განსასჯელის სკამზე რომ ზის და ცოტა ხანში საბოლოოდ მიუსჯიან არც თუ ისე პატარა სასჯელს" - ნინო ფოჩხუა სააკაშვილზე

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში საქართველოს ნეიტრალიტეტის თემას ეხმიანება.

"ის შლეგი ციხის ბინადარი, რომელიც ეტყობა კიდევ ვერ აცნობიერებს, განსასჯელის სკამზე რომ ზის და ცოტა ხანში საბოლოოდ მიუსჯიან არც თუ ისე პატარა სასჯელს, ისევ "პრეზიდენტის" რანგში დავალებებს იძლევა. იმის მაგივრად, აგროვოს მტკიცებულებები, რომ როგორმე თავი გაიმართლოს და სასჯელი შეუმსუბუქდეს. 17 მარტს შეეხო ისეთ სათუთ თემას, როგორიც ქვეყნის ნეიტრალიტეტია და მხოლოდ 5 დღის შემდეგ აიტაცეს მედია-ქილერებმა ეს თემა, ეტყობა მაინც ერიდებოდნენ, მაგრამ მონები, როდის იყო საკუთარი სურვილით მოქმედებდნენ? დროული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა პარტიამ, გამომდინარე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან, ხელისუფლება აღარ აპირებს განიხილოს "ომის პარტიის" არც ერთი ინიციატივა, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება“, - წერს ფოჩხუა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა