თეგებით ძიება

"ზელენსკის და უკრაინის მოდელი, ყველაფერია, ნეიტრალიტეტის გარდა" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ნეიტრალიტეტის საკითხს თემას ეხმიანება.

"რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს. მთავარი, რატომაც ეს ხდება, არის ის, რომ რესურსებისგან იცლება. წინ პრაქტიკულად ვერ იწევს და რომც აიღოს მარიუპოლი, ეს არაფერს შეცვლის.
ამ დროს კი, უკრაინის რესურსები ულევია, რადგან მის უკან მთელი დასავლეთი დგას. ჩინეთმა კი უარი თქვა რუსეთის დახმარებაზე.
რაც შეეხება უკრაინის "ნეიტრალიტეტის" საკითხს. ზელენსკის და უკრაინის მოდელი, ყველაფერია, ნეიტრალიტეტის გარდა. ზელენსკი მკაფიოდ აყალიბებს მთავარ ამოცანებს:
თუ თავდასხმები იქნება რუსეთიდან, ნატოს წევრები ჯარებით 24 საათში დაეხმარებიან;
გარანტირებული იქნება უკრაინის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება;
ცხადია, უმთავრესი და სავალდებულო წინაპირობაა უკრაინის დეოკუპაცია;
გავმეორდები, ეს ყველაფერია, რუსული პროპაგანდის მიერ შემოგდებული ნეიტრალიტეტის იდეის გარდა. ესაა უკრაინის გამარჯვება და მისი უსაფრთხო და ნათელი მომავალი ევროკავშირში.

შესაძლებლობების ფანჯარა ახლა ჩვენთვისაც ღიაა და ამ მიზნებს ჩვენც უნდა მივაღწიოთ! ხოლო ის, რაც ამ გზაზე ხელს გვიშლის, გზიდან უნდა გავწიოთ!", წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა