თეგებით ძიება

"თქვენ გინდათ საქართველო ჩაითრიოთ ომში" - მამუკა მდინარაძე ,"მთავარ არხს“

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით "მთავარ არხს" სურს საქართველოს ჩართვა ომში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

"უკრაინის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს რომ მოსთხოვ პასუხს, რატომ არ აწერს მისი ხელისუფლება და რატომ არ უერთდება ამ კონკრეტულ თემას, როდესაც ნატოს ქვეყნები, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნები ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე თავს იკავებენ და თქვენ საქართველოს ხელისუფლებას ბოდიში გამოთქმისთვის და აწვებით, ამიტომაც ხართ დამატებით საქართველოს მტრები, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ საქართველო ჩაითრიოთ ომში და ჩვენ ამას არ დაგანებებთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა