თეგებით ძიება

"ხანდახან ვფიქრობ, საქართველომ უარი უნდა თქვას ომზე, გამოატაროს მტერი თბილისამდე და ნახონ ერთი თბილისელებმა, როგორია სახლებს რომ გიწვავენ" - რას წერს უჩა აბაშიძე

სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აანალიზებს და ამ მოვლენებში თბილისელების როლზე მსჯელობს:

"როცა საქართველოს ამბავს განვიცდი, რაც ბოლო 30 წელში დაგვემართა (მოყოლებული აფხაზეთის ომიდან)
სულ ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარი, ან ერთი მესამედი მაინც
და თბილისი, მასიურად, "არ თვლის საჭიროდ" წავიდეს და იბრძოლოს საქართველოსთვის იქ - სადაც ეს საქართველოს სჭირდება
(და ვინც თვლის მერე თავს გრძნობს ძმაკაცების მხრიდან ფეხზე დაკიდებულად, რო მასიურად "სხვა მეგობრები" დარჩნენ თბილისში და არ წამოვიდნენ)
ამის გამო სოხუმელი, ან თუნდაც ერედველი (რომელიც ვაფშე თბილისიდან 90კმ-შია) - არ გრძნობს რო "იგივე" ქვეყანაში ცხოვრობს, რომელშიც თბილისელები ცხოვრობენ.

რო მტერი გინდა მის სახლს დასხმია, გაგრაში, გინდა რუსთაველზე მიუტანია იერიში ოპერიკის უკან
ამის გამოა რო ყველა თბილისში "გამორბის", იმიტო რო სადაც რა ბიზნესიც და ოჯახური საქმეც არ უნდა დაიწყო, ვინც მოვა პირველი - ის წაგართმევს და თბილისელები არ მოვლენ დასახმარებლად და ყველაფერს დაკარგავ, როგორც თამარაშენში დაკარგეს, ან ოჩამჩირეში დაკარგეს
ხანდახან ამ ფონზე ვფიქრობ ხოლმე რო ალბათ უნდა საქართველომ უარი თქვას ომზე, გამოატაროს მტერი თბილისამდე და ნახონ ერთი თბილისელებმა როგორია შენ სახლებს რო გიწვავენ.

აი ეხლაც, მაგალითია ცოცხლად - მარიუპოლი ნახევარ მილიონიანი ქალაქია, იცავს სულ 3-4 ათასი კაცი
დანარჩენები სად არიან? - აბა ფეხბურთის მატჩი ტარდებოდეს, სამჯერ გაივსებოდა მათი მრავალ ათეულ-ათასიანი ცენტრალური სტადიონი კაცებით, ჯერ მარტო
და მარიუპოლი ეხლა რო მიწასთან სწორდება, მარიუპოლელებს რო იარაღი აეღოთ ხელში, ქუდზე კაცად - და გასულიყვნენ საომრად იმ თითო პატარა სოფელზე რომლებიც უომრად მოუწიათ ჩაებარებიათ (და ასევე მსხვილ ქალაქებზე, მელიტიპოლზე და ბერდიანსკზე მაგალითად) - ეხლა მარიუპოლში ეს მდგომარეობა არ იქნებოდა
ანუ ჩვენ კი აღფრთოვანებული ვართ უკრაინელების ერთობით, მარა ეს ერთობა სინამდვილეში მოჩვენებითია, ჩვენ მარტო ერთ ნაწილს ვხედავტ სოციუმის, არსებობს მეორე - უზარმაზარი ნაწილი, რომელიც არ ომობს და წინააღმდეგობას არ წევს
მილიონობით და მილიონობით კაცი და ქალიც, რომლებიც თავჩახრილი იჯვამენ
გარდა ამისა
არის უზარმაზარი დასავლეთ უკრაინა, რომელშიც უამრავი, მილიონობით ჯანმრთელი მამაკაცია, აი დღეს წავიდა ჩემი 2 მეგობარი უკრაინაში საომრად კიდევ(ბუკვალნა, დღეს) - და იქ, დასავლეთ უკრაინაში, მილიონობით კაცი, ზის საკუთარ სახლში და "ვილკებს" იყრის აი ჩემ სახლთან რო მოვლენ რუსები, დედას ავახევ - და ხერსონში საომრად ვერ წავალ ეხლა რა ვქნაო
სინამდვილეში რო გაიგიჟონ თავები, ისე როგორც ჩვენ გვეჩვენება რო უკრაინა თავს იგიჟებს, მილიონ კაცსაც გამოიყვანენ და მეტსაც და ვერანაირი რუსეთის ძონძარმია ვერ გაუძლებდა და ვერანაირი ავიაცია ვერ გააჩერებდა (მითუმეტეს ჭკუით თუ მოიქცეოდნენ და დავუშვათ ღამით გადავიდოდნენ სოფლიდან-სოფელში და შეამცირებდნენ მანძილს და ა.შ. იმდენი ხალხით რო ყველა სოფელში ერთდროულად მიდიოდეს წინსვლა და მილიონ მიმართულებაზე ხდებოდეს მოძრაობა, ვერაფერს ვერ იზამენ რუსები, სრული კატასტროფა დაემართებოდათ)
სინამდვილე იმაშია რო - რაც ეხლა უკრაინაში ხალხმა იარაღი აიღო ხელში, პროცენტულად იგივემ რო აიღოს ჩვენთან მხოლოდ - აუცილებლად წავაგებთ ნებისმიერ ომს რუსეთთან
და სინამდვილე იმაშია რო რაც მელიტოპოლმა და ბერძიანსკმა ქნეს, ან ხერსონმა(ცოტა ბრძოლის მერე), რო გაატარეს რუსული ჯარი და ეხლა მიტინგებზე გამოდიან, ეგ რო ქნას ზუგდიდმა და გორმა
მერე ნახავს თბილისი როგორია "რო დაგაგროზნოვებენ" მარიუპოლივით
იმიტო რო სხვანაირად, ეგერ ელაპარაკები ვერელ ბიჭს და იგივეს კაჩაობს - "იქ სადღაც ტყეში ვერ ვიომებ მე ძმაო და აი აქ რო მოვლენ ჩემი ფანჯრის ქვეშ დედას მოვუტ..." - და სინამდივლეში, ფანჯრის ქვეშ რო მოვლენ - მანამდე 3 კვირა დაგბომბავენ, მანამდე შენი დისშვილი უკვე დაიღუპა აფეთქებისგან, დედაშენი დაიჭრა და შენ კიდევ აღმოაჩენ რო ქალაქი ისეთი დანგრეიულია დასაცავადაც აღარ ღირს და ქუჩაზე რუსი სალდაფონები კი არ მოდიან, ქუჩაზე მოდიან ტანკები, კადიროველები და თან ავიაცია გბომბავს და ვაფშე აღარაა ისე რო "ფანჯრიდან დაადედისმუ.. ყველას"
სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მარა სიმართლე ეგ არის რო - რამენაირად უკრაინელებზე ბევრად მეტი ერთიანობა დაგვჭირდება, რო რამე, და ბევრად მეტად შეგნება რო თბილისიდან ყველა უნდა წავიდეთ იქ - სადაც ისეთივე საქართველოა, როგორც თბილისი და იქ მივეხმაროთ და იქ დავიღუპოთ თუ მოგვიწია, იმიტო რო საქართველოს საზღვრის პირას სახლი - ისეთივე ქართველის სახლია როგორც პლეხანოველის სახლი
და სულაც თუ ეგოისტურად გინდათ დაინახოთ - იმისთვის რო თბილისი არ "დაა-მარიუპოლონ" - უნდა ვიომოთ რაც შეიძლება შორს თბილისიდან, ასე მაინც გაიგოთ იქნებ რო თბილისელებმა უნდა ქნან ის, რაც მე ჯერ არ დამინახავს ლვოველები შვებოდნენ მასიურად მაგალითად
ლვოველები ეხლა, ასობით ათასი, უნდა გროვდებოდნენ და მიდიოდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში საომრად - და მაშინ სამხედრო ოპერაციასაც კი მოიგებდა უკრაინა, არათუ დიპლომატიურ-პოლიტიკური გზებით
სინამდვილეში, ამ ომის მერე დაიწყებს ეგ ხალხი გააზრებას როგორ უნდა ექნათ სწორად, უბრალოდ გაუმართლა უკრაინას რო იმდენი არიან რო, ჩვენსავით 1-2% ომობს მარა ის 1-2% საკმარისია რუსეთის გასაძლებად
(სერიოზულად, ჩვენთანაც 30-50 000 ომობს მაქსიმუმ, მაააააქსიმუმ და იქაც ეგრე 500 000 - 1%-ზე ოდნავ მეტია უკრაინის)
მარა ჩვენ გვაქვს გამოცდილება და იქნებ გავიაზროთ რო"
"მე ძმაო იარაღი არ მქონდა და სად წამოვიდოდი" - არაა გამართლება, არ იცი რო რუსეთია მეზობელი? გაქვს მშვიდობა და თავისუფალი დრო? - ერთი აიფონის ფასად იყიდე ამჯერად იარაღი
და რო "მე ძმაო იქაურობა არ ვიცი, ვერ წამოვალ და აქ რო მოვლეენ სახეს ავახევ" - აქ რო მოველენ, ჯერ ერთი თვე ისე დაგბომბავენ, საკუთარ ქუჩას ვეღარ იცნობ და მერე სახე ახეული ექნება შენ გარშემო ყველას ვინც გიყვარს, ამიტომ უნდა წახვიდე იქ
და ბოლოს - ეგრე თუ იფიქრებ, ის ვინც "იქ ცხოვრობს" ისედაც, იფიქრებს რო ერთი მაგათი კარგიცო, გამოატარებს რუსებს აქეთ და 10-ჯერ ინანებ მარა ვეღარ გამოასწორებ რაც ჩაიჯვი...", - წერს აბაშიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა