თეგებით ძიება

"ტყეში წამიყვანა, მორზე დამსვა და თავისი სასქესო ორგანო მაჩვენა..." - ძალადობა 7 წლის გოგოზე

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გამარჯობა. იმდენი ისტორია წავიკითხე, მეც მომინდა, გამეზიარებინა ჩემი ისტორია თქვენთვის.

7 წლის ვიქნებოდი. მშობლებს დასასვენებლად ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას დავყავდი. ეს იყო ადგილი ტყეში, სადაც მხოლოდ ერთი სახლი იდგა, სახლი, რომელსაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელ წერტილთან მივყავარ.

ამ სახლში ჩვენ გარდა სახლის მეპატრონეც იყო, რომელთანაც ჩემს მშობლებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს კაცი 50 წლის ერთი არაკაცი ადამიანი გახლდათ, რომელმაც ყველაზე ცუდი მოგონებები დამიტოვა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დღეს ტყეში წამიყვანა მორზე დამსვა და თავისი სასქესო ორგანო დამანახა და მაიძულებდა, რომ შევხებოდი. იგივეს გაკეთებას ცდილობდა ჩემზე, თუმცა გამოვექეცი...

ერთ საღამოს ძალით წამიყვანა, ვითომ შეშის მოსატანად. მე, 7 წლის გოგო, შეშის მოსატანად - ხომ წარმოგიდგენიათ?
შევედით შუაგულ ტყეში და უცებ უკანა მხრიდან მოვიდა სრულიად შიშველი და ჩემი გახდა დაიწყო... მაგრამ ზუსტად მე, 7 წლის გოგონამ, ნაჯახი გავუქანე, თუმცა აცდა და გამოვიქეცი...

ასე გრძელდებოდა მანამ სანამ იქედან არ წამოვიდოდით...
ახლა გავიზარდე, 20 წლის ვარ და ერთი მიზანი მაქვს მხოლოდ, რომ ვანანო ის, რაც მან გამიკეთა.
გთხოვთ, საკუთარ პატარებს გაურფთხილდით და ჩემი მშობლების მსგავსად ნუ გაუშვებთ, თუნდაც საკუთარ მეგობართან ერთად სასეირნოდ!"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა